Saturday, November 2, 2013

მეოთხე დღე


მესამე დღე

    მესამე დღეც ძალზე მნიშვნელოვანი იყო ,  გავეცანით პროექტის მეორე მოდულს, ვიმუშავეთ, შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები , ინდიკატორები და განვსაზღვრეთ მასთან დაკავშირებული მიზნები, რომელიც 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებს უნდა ითვალიწინებდეს, შევიმუშავეთ საკვანძო კითხვები , გავაანალიზეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, მოსწავლეთა აზროვნების წახალისებისათვის და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს.
    დავალება მოგვეცა კონკრეტული:  "ბუკლეტის მომზადება" მოსწავლის პოზიციაში მორგებული.
    სასწავლო მიზნები და ამოცანები და  მიმართულების საკვანძო კითხვები. 

მეორე დღე

ამ დღეს გაცილებით იოლად ავუღეთ ალღო იმ ყოველივეს, რაც წინა დღეს ვერ გავიგე, მაგრამ ვფიქრობ ნელ-ნელა გავერკვევი და ყველაფერი ნათელი გახდება . მე გავხდები ინტელის  პროექტის მონაწილე.

Sunday, October 20, 2013

პირველი დღე

 დღე იყო ძალიან დამღლელი, მაგრამ ძალზე ბევრის მომცემი, ძირითადად გავიგეთ როგორი თანმიმდევრობით უნდა ვიმუშაოთ პროექტებზე, ვნახეთ ინტელის პროგრამა, პროექტის ჩეკლისტები, გავეცანით გეგმის შაბლონს,განვიხილეთ პროექტის გეგმა. , შემდეგ შევქმენით ჩვენი პორტფოლიო , სადაც მოვათავსეთ აუდიტორიაში განხილული მასალები, რომლებიც მომავალში  დაგვჭირდება, გამოგვადგება პროექტების მოსამზადებლად.
   მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ დავითს!